Belive

იკარდის სამომავლო გადაწყვეტილება მიღებული აქვს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, მაურო იკარდი "პსჟ-ში" თამაშით კმაყოფილია. არგენტინელ თავდამსხმელს პარიზულ გრანდში დარჩენა სურს. "პარიზში თავს კარგად ვგრძნობ, ამ ეტაპზე კლუბის წარმომადგენლებს არ შევხვედრივარ, რადგან წინ კიდევ 4-5 თვეა. მაისში, როცა სეზონი დასრულდება დავსხდებით და დავილაპარაკებთ. ბედნიერი ვიქნები, თუ "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენის შესაძლებლობა მომეცემა. ეს ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის კარგი პერიოდია. სეზონის კარგი პირველი ნაწილი ჩავატარეთ და ჩვენი გარჯით კმაყოფილები ვართ",-თქვა 26 წლის ფორვარდმა. იკარდის საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში მართლაც საოცარი შედეგიანობა აქვს, მისი დარტყმების 70% ზუსტი აღმოჩნდა, ყველა ტურნირზე კი 17 ბურთი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები