Belive

იგუაინი: ,,არგენტინის ნაკრებისთვის თამასა ჩვენ ავწიეთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გონსალო იგუაინის თქმით, ახლა ,,ალბისელესტესგან'' გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ითხოვენ:
,,ჩვენს თაობამდე ხალხი არგენტინის ეროვნული ნაკრებისგან მეოთხედფინალში გასვლას ითხოვდა, ახლა კი ჩემპიონობას ითხოვენ. და ვინ აწია ეს თამასა? ჩვენ, სამ ფინალში გასვლით,'' - იგუაინის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
იგუაინი არგენტინის ნაკრებში 2009-2018 წლებში თამაშობდა. თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის (ორჯერ) ფინალებში ითამაშა. არგენტინა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები