არგენტინის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 28 ფეხბურთელი გამოიძახა.
გუნდში მოხვდა 1 დებიუტანტი ენცო ბარენეჩეა, რომელიც ,,ასტონ ვილას'' საკუთრებაა და მიმდინარე სეზონს ,,ვალენსიაში'' ატარებს.
15 ნოემბერს ,,ალბისელესტე'' პარაგვაის ესტუმრება, 20-ში კი პერუს უმასპინძლებს.
მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ხერონიმო რული, ვალტერ ბენიტესი.
მცველები: გონსალო მონტიელი, ნაუელ მოლინა, ნიკოლას ოტამენდი, კრისტიან რომერო, ნეუენ პერესი, ლისანდრო მარტინესი, ხერმან პესელა, ნიკოლას ტალიაფიკო, ლეონარდო ბალერდი.
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნადესი, ჯოვანი ლო სელსო, ენცო ბარენეჩეა, ტიაგო ალმადა, ეზეკიელ პალასიოსი, ნიკო პასი, ფაკუნდო ბუანანოტე,
თავდამსხმელები: ნიკოლას გონსალესი, ლეო მესი, ლაუტარო მარტინესი, ხულიან ალვარესი, ალეხანდრო გარნაჩო, ვალენტინ კასტელანოსი.
მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს 10 მატჩის შემდეგ 22 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.
These are the players called up by Lionel Scaloni for the next two games of the 𝟮𝟬𝟮𝟲 𝙒𝙤𝙧𝙡𝙙 𝘾𝙪𝙥 𝙌𝙪𝙖𝙡𝙞𝙛𝙞𝙚𝙧𝙨! 📝🇦🇷 pic.twitter.com/fUvWhFZuAM
— Selección Argentina in English (@AFASeleccionEN) November 5, 2024