იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც საუკეთესოდ მიიჩნევს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ისაუბრა ფეხბურთელებზე, რომლებსაც ამ მომენტისთვის საუკეთესოდ მიიჩნევს:
,,კილიან მბაპე ჩემს ათეულში შედის. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მწვერვალზე რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ, მაგრამ ახლა ახალგაზრდებისთვის მაგალითად ერლინგ ჰოლანდი ითვლება. კიდევ ვინ? იბრაჰიმოვიჩი... სხვების ხსენებაც არ ღირს,'' - ზლატანის სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.იბრაჰიმოვიჩი ,,მილანში'' 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 40 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
Zlatan Ibrahimovic on the best players in the world: "Kylian Mbappé is in my top 10. There are players who have been at the top for a very long time but for the young guys, there is Haaland & who else... there is Ibrahimovic, no need to talk about the others!" (TF1) — Get French Football News (@GFFN) October 31, 2021