იბრაჰიმოვიჩი: "ზამთრის ჩემპიონობა არაფერს ნიშნავს"
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დღევანდელ შეხვედრაში ბევრი რამ არასწორად წავიდა, გასამართლებელი მიზეზის ძებნას არ ვაპირებ, რადგან ყველა თამაშში მხოლოდ შედეგი უნდა ეძებო. დღეს თამაში არ გამოგვივიდა". "ახლა მნიშვნელოვანია, რომ ძალები აღვიდგინოთ და კონცენტრაცია შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ". " იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 წაგება გვაქვს, ვთვლი, რომ ეს არც თუ ურიგო შედეგია. "ატალანტასთან" შეხვედრაში ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს". " ჩვენ ზამთრის ჩემპიონები ვართ, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ჯერჯერობით კარგად ვასპარეზობთ, მაგრამ ახლა რთული ეტაპი იწყება".სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "მილანი" 43 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს "ინტერს" 2 ქულით უსწრებს.