იბრაჰიმოვიჩი - რაიოლას ყველაზე ცუდი კლუბის შერჩევა ვთხოვე და ასე აღმოვჩნდი მილანში
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მარადონას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ, "ნაპოლიში" გადასვლა და მათთან ერთად სკუდეტოს მოგება გადავწყვიტე - ისევე, როგორც დიეგომ. ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო, თუმცა მათ კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს". "მინოს ვკითხე, რომელი იყო ყველაზე ცუდი კლუბი, რომლის დახმარებასაც შევძლებდი. "მილანი" "ატალანტასთან" 5:0 განადგურდა და გადავწყვიტე, რომ "მილანი" იყო ის გუნდი, რომლის მაისურიც უნდა მომერგო", - აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.შეგახსენებთ, 2019 წლის 27 დეკემბერს, ზლატანი თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანურ გრანდში დაბრუნდა. თავდაპირველად, შვედ ფორვარდთან 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, გახანგრძლივების პერსპექტივა ჰქონდა. "როსონერიში" კვლავ დაბრუნების შემდეგ, ზლატანმა სერია ა-ს ეგიდით გამართულ 46 შეხვედრაში 31 გოლის გატანა შეძლო.