Belive

იბრაჰიმოვიჩი: ,,ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მოგონება ბარსელონაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კარიერის ყველაზე ცუდი მოგონება დაასახელა:

,,ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მოგონება ,,ბარსელონაა''. მაგრამ, საქმე ფეხბურთს არ ეხება. იქ ზედმეტად ბევრი ფიქრი მომიწია.

დიახ, ჩემს თავს იმედები თავადვე გავუცრუე, ყველაფერი სხვანაირად გავაკეთე. იქ საკუთარი იდენტობა დავკარგე. მოგვიანებით კი ისევ დავიბრუნე, რამაც საშუალება მომცა, მსოფლიო დამეპყრო,'' - განაცხადა ზლატანმა.

იბრაჰიმოვიჩი ,,ბარსელონაში'' 2009-2011 წლებში თამაშობდა. თავდამსხმელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ზლატანმა ,,ბარსასთან'' ერთად ლა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები