ბარსელონამ ამხანაგურ ელ კლასიკოში რეალ მადრიდი დაამარცხა
"ბარსელონამ" აშშ-ში გამართულ ამხანაგურ ელ კლასიკოში "რეალ მადრიდი" 2:1 დაამარცხა. პაუ ვიქტორმა მატჩში დუბლი შეასრულა, ჯერ 42 წუთზე მოახერხა გოლის გატანა, ხოლო შემდეგ 54-ზე. ნიკო პასმა 82 წუთზე ანგარიშის სხვაობა შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ჰანსი ფლიკმა ამ გამარჯვებით თავისთვის პირველი ელ კლასიკო მოიგო, როგორც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი. პაუ ვიქტორს პრე-სეზონზე სამი გოლი დაუგროვა, აქედან 1 "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, სადაც საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ამერიკაში გამართული შეხვედრებიდან "ბარსელონასთვის" ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, პირველად 2017 წელს მაიამიში მოუგო 3:2, შემდეგ 2022 წელს ლას-ვეგასში 1:0 და შარშან დალასში 3:0.
𝐌𝐄𝐉𝐎𝐑𝐄𝐒 𝐉𝐔𝐆𝐀𝐃𝐀𝐒
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) August 4, 2024
🔥 Barça 2-1 Real Madrid
⚽ Pau Víctor x2 pic.twitter.com/TGwi6SouEb