Belive

კარლო ანჩელოტი: "ბარსელონა ძალიან საშიში გუნდია - ჩვენ მზად ვართ, კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 ოქტომბერს, "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე, რიგით 258-ე ოფიციალური "ელ კლასიკო" გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ეს დაპირისპირება ბოლო წლების "ელ კლასიკოებისგან" განსხვავებით ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან კატალონიის "ბარსელონა" მესის წასვლის შემდეგ პირველად არის ასეთ კარგ ფორმაში და ეს ყველაფერი "ბაიერნთან" 4:1 გამარჯვებითაც დადასტურდა.

პრინციპული მატჩის წინ, მადრიდის "რეალის" 65 წლის იტალიელმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.

"ჩემი ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან. როგორ ფორმაშიც არ უნდა ვიყოთ, ბარსელონასთან თამაში უპრინციპულესი დაპირისპირებაა.

ბარსელონამ დაამტკიცა, რომ ძალიან მაგარ ფორმაშია და მათ ჰანსი ფლიკის ხელი დაეტყოთ. ბაიერნის დამარცხება ურთულესია, თანაც ასეთი ანგარიშით, ამ გამარჯვებამ მათ მეტი თავდაჯერებულობა მოუტანა.

ბარსელონას ფილოსოფია მთლიანად შეცვლილია, თუმცა ამ ყველაფრის შენება ხავიმ დაიწყო და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს.

ასევე აუცილებლად უნდა შევეხო ლამინე იამალს, რომელიც წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს. 17 წლის ბავშვმა ასე როგორ უნდა ითამაშოს ჩემთვის ამოუხსნელია, თუმცა, მოდით, მხოლოდ მასზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან ბარსელონას მის გარდა უმნიშვნელოვანესი და ძალიან საშიში ფეხბურთელები ჰყავს.

ყველაფერს მოედანზე ვნახავთ, ჩვენ მზად ვართ და ველოდებით კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას..."
- კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას, განვლილი 10 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 27 ქულით ლიდერობს, "რეალი" კი მეორე პოზიციაზე 24 ქულით იმყოფება.

"ელ კლასიკო" 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები