Belive

იბერიამ საკლუბო რეიტინგი ერთი საფეხურით გაგვიუმჯობესა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იბერიამ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორია შეცვალა: მას შემდეგ, რაც ქართული კლუბებს ევროტურნირებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით თამაში შეუძლიათ, პირველად მოვიგეთ. იბერიამ ჯერ ისტორიული ქულა მოიპოვა (მალბიუსთან), ამჯერად კი ესპანური ხეტაფე დაამარცხა 1:0. აქამდე, ევროტურნირებზე (უეფას თასი), მხოლოდ თბილისის დინამომ ითამაშა (2004/2005 წლების სეზონში), თუმცა ჯგუფის ოთხივე მატჩში დამარცხდა.

გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, ამ მატჩს პრაგმატულადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კონფერენს ლიგის (ლიგის ფაზის) მეოთხე მატჩის შემდეგ, იბერიას 4 ქულა აქვს 24-ე ადგილზეა (პლეი-იფის ზონა).

იბერიამ დაგვაწინაურა უეფას ქვეყნების საკლუბო რეიტინგშიც, სადაც 50-ე ადგილიდან 49-ზე გადავინაცვლეთ და ესტონეთს გავუსწარით.

სხვა სტატიები