Belive

,,იბერია მომდევნო ეტაპს მაინც ვერ გადალახავს'' - რას წერენ ლარნეს ქომაგები სოციალურ ქსელში

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იბერია 1999-მა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლარნეს (ჩრდ. ირლანდია) აჯობა და პლეი-ოფში გავიდა.

მატჩის შედეგის შესახებ ლარნეს გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

  • ეს არ არის ის შედეგი, რასაც ბიჭები იმსახურებდნენ. ფეხბურთი ხანდახან სასტიკი თამაშია, მაგრამ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და კონფერენს ლიგაზე გავიდეთ;

  • არ გაგვიმართლა, ბიჭებო, მაგრამ მაგრად იბრძოლეთ!

  • ჩრდილოეთ ირლანდიის ლიგა და ლარნე ასახელეთ. უბრალოდ, არ გაგიმართლათ. თავები მაღლა და ყველაფერი თავიდან!

  • კარგად ვითამაშეთ გუნდთან, რომელიც მომდევნო რაუნდს მაინც ვერ გადალახავს. ევროპელი მსაჯები ორ შეხვედრაში არაფრით დაგვეხმარნენ, თუმცა პატივისცემა ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს, ვინც მოედანზე გამოვიდა.

  • ყველაზე სასაცილო ისაა, რომ იბერია ამ ტურნირზე წინ მაინც ვერ წავა.

იბერია პლეი-ოფში რეინჯერსს ან იაგელონიას შეხვდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი პოლონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირება კი ხუთშაბათს, 13 აგვისტოს, შოტლანდიაში გაიმართება.

თუ იბერია პლეი-ოფის გადალახვას ვერ შეძლებს, ანდრეი დემჩენკოს გუნდს ევროტურნირზე თამაში მაინც განაღდებული ექნება, ასეთ შემთხვევაში ქართული კლუბი კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

სხვა სტატიები