იბერია მეექვსე კალათაშია - კონფერენს ლიგის წილისყრისთვის ექვსივე კალათის გუნდები ცნობილია
კონფერენს ლიგის 2026/27 წლების სეზონის ლიგის ფაზის მონაწილეთა სრული სია ცნობილია. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ 36-ვე გუნდი ექვს კალათაში გადანაწილდა. წილისყრა დღეს, 28 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათიდან გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ლიგის ფაზაში საკუთარ მეტოქეებს გაიგებენ.
ახალი ფორმატის შესაბამისად, თითოეული კლუბი ჯგუფური ეტაპის ნაცვლად საერთო ლიგის სისტემაში ჩაერთვება და 6 განსხვავებულ მეტოქესთან 3 საშინაო და 3 საგარეო შეხვედრა გამართავს, 15 ოქტომბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით, წილისყრის პროცესს ციფრული ავტომატიზებული სისტემა მართავს. 6-ტურიანი მარათონის შემდეგ, საუკეთესო 8 გუნდი პირდაპირ 1/8-ფინალში მოხვდება, ხოლო 9-24 ადგილებზე გასული კლუბები 2027 წლის თებერვალში პლეი-ოფის ორმატჩიან რაუნდში იბრძოლებენ საგზურებისთვის.
„იბერია 1999“ მეექვე კალათაშია, უეფას კონფერენს ლიგის 2026-2027 წლების სეზონის 6 სატურნირო კალათა ასე გადანაწილდა:
1-ლი კალათა: ატალანტა (იტალია), ბრაგა (პორტუგალია), აიაქსი (ნიდერლანდები), ფრაიბურგი (გერმანია), მონაკო (საფრანგეთი) და კოპენჰაგენი (დანია).
მე-2 კალათა: მიდტიულანდი (დანია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), გენტი (ბელგია), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), პაფოსი (კვიპროსი) და ბრაიტონი (ინგლისი).
მე-3 კალათა: ლუგანო (შვეიცარია), ხეტაფე (ესპანეთი), კუპსი (ფინეთი), ტვენტე (ნიდერლანდები), ლინკოლნ რედ იმპსი (გიბრალტარი) და ბორაცი (ბოსნია და ჰერცეგოვინა).
მე-4 კალათა: სენტ-ტრუიდენი (ბელგია), ბრანი (ნორვეგია), ჰართსი (შოტლანდია), კაირათი (ყაზახეთი), ტრაბზონსპორი (თურქეთი) და უნივერსიტატეა კრაიოვა (რუმინეთი).
მე-5 კალათა: რიგა (ლატვია), ჰაიდუკ სპლიტი (ხორვატია), იაბლონეცი (ჩეხეთი), ნორშელანი (დანია), ორჰუსი (დანია) და ინტერ ესკალდესი (ანდორა).
მე-6 კალათა: თუნი (შვეიცარია), ცსკა სოფია (ბულგარეთი), კაუნო ჟალგირისი (ლიეტუვა), მიელბი (შვედეთი), იბერია 1999 (საქართველო) და ეგნატია (ალბანეთი).