Belive

კონფერენს ლიგაზე იბერიას თამაშების კალენდარი ცნობილია

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის ყველა თამაშის განრიგი გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ზუსტად ვიცით რომელ დღეებში და რომელ საათზე ჩაატარებს იბერია 1999 ძირითადი ეტაპის 6 მატჩს.

ძირითად ეტაპზე 36 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 24 პლეიოფში განაგრძობს ბრძოლას - საუკეთესო 8 გუნდი პირდაპირ მერვედფინალში მოხვდება, ხოლო გუნდები, რომლებიც ადგილებს მეცხრედან 24-ეს ჩათვლით (16 გუნდი) დაიკავებენ, კიდევ ერთ ეტაპს (1/16-ფინალს) ითამაშებენ.

იბერიას განრიგი:

15 ოქტომბერი - სტ. ტრუიდენი (გასვლა) 23:00

22 ოქტომბერი - მიალბი (სახლში) 20:45

5 ნოემბერი - კოპენჰაგენი (გასვლა) 23:59

26 ნოემბერი - ხეტაფე (სახლში) 21:45

10 დეკემბერი - ცრვენა ზვეზდა (სახლში) 21:45

17 დეკემბერი - იაბლონეცი (გასვლა) 23:59

სხვა სტატიები