ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს
ქართული (ინსაიდერული) სპორტული გვერდის, GEO TEAM-ის ინფორმაციით, 17 წლის ქართველი ტალანტი, ანდრია ბართიშვილი, კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს. ნახევარმცველი ლონდონში 1-ელ სექტემბერს, სამედიცინო შემოწმებისთვის უნდა ჩავიდეს.
მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და არსენალი ქართველი შემტევის ტრანსფერში 4.5 მილიონს გადაიხდის. ანდრია ბართიშვილი ახალ კლუბს მხოლოდ 2027 წლის ზაფხულიდან შეუერთდება - მას შემდეგ, რაც მას 18 წელი შეუსრულდება.
კვირების წინ, Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსენალის სკაუტები იბერია 1999-სა და ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნეს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს დაესწრნენ, რათა ბართიშვილის თამაში პირადად შეეფასებინათ.
🚨🔴⚪️ Arsenal agree deal to sign 17 year old Georgian talent Andria Bartishvili, here we go!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 29, 2026
17 year old midfielder has medical booked in London at #AFC next week then signing a five year contract.
He’s joining from 2027 when turning 18.
Deal worth €4.5m. @Geo__team 🇬🇪 pic.twitter.com/8BwkyoAypG