"მოედანზე ყველა თამაშში გამარჯვებისთვის გავდივართ" - ლევან კორღალიძე
5 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იბერია 1999 კონფერენს ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე მიალბის დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, 89-ე წუთზე კი ანგარიში ტომ პეტერსონმა გაათანაბრა.
მატჩის შემდეგ იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
სამწუხაროდ ბოლო წუთებამდე ვიგებდით, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით და გოლი გავუშვით. დადებითი რაც ამ შეხვედრაში დავინახე იყო ის, რომ გუნდმა ბრძოლისუნარიანობა აჩვენა და ბევრი მომენტი შექმნა, ეს იყო მთავარი. მეორე კი 2028/29 წლების სეზონიდან საქართველო ამ ფრის გამო კვლავ 4 გუნდით იქნება ევროტურნირებზე წარმოდგენილი.
როდესაც შენს მოწინააღმდეგეს ანგარიში აქვს გასათანაბრებელი ის უფრო მეტი ძალით გადმოდის შენს ნახევარზე, ამიტომ შენ თავის დაცვა გიწევს და უკან იხევ, სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც პირველ ნომრად ვერ ვთამაშობდით. მოედანზე ყველა თამაშში გამარჯვებისთვის გავდივართ და აქაც სწორედ გამარჯვება გვინდოდა. ფრით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ვიბრძოლებთ და ვეცდებით საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოვაჩინოთ. - ლევან კორღალიძე - იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელი
იბერია 1999 2 ტურის შემდეგ კონფერენს ლიგაზე 1 ქულით 29-ე პოზიციაზეა.
მათი მომდევნო მატჩები ასე გამოიყურება:
26 ოქტომბერი - იბერია 1999 : ქუთაისის ტორპედო
31 ოქტომბერი - დინამო თბილისი : იბერია 1999
6 ნოემბერი - კოპენჰაგენი : იბერია 1999