Belive

იამალმა ლა ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, ესპანიოლისა და ბარსელონას დაპირისპირება გაიმართა. კატალონიური დერბი, ბარსელონას გამარჯვებით 0:2 დასრულდა, რითიც ბლაუგრანამ ჩემპიონის ტიტული 2 ტურით ადრე გაინაღდა.

ბარსელონას გამარჯვებაში ლომის წილი 17 წლის ლამინე იამალმა დაიდო, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა შესანიშნავი გოლი, მატჩის მიწურულს კი ფერმინ ლოპესს გაატანინა.

აღსანიშნავია, რომ იამალმა ლა ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა - კერძოდ, იამალი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის 2 ტიტულის მოგება მანამ შეძლო, სანამ 18 წლის გახდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში 28-დ დაეუფლა.

სხვა სტატიები