Belive

ესპანეთის სუპერ თასზე მბაპე ატლეტიკოსთან ვერ ითამაშებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რეალსა და ატლეტიკოს შორის, კილიან მბაპე მონაწილეობას ვერ მიიღებს. 30 დეკემბერს, როდესაც მბაპემ ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე, რეალ მადრიდის ღია ვარჯიშის დროს, მუხლზე დისკომფორტი იგრძნო, ფიზიკური აქტივობა შეწყვიტა და ვარჯიში ჯერ არ დაუწყია.

სამეფო კლუბში ძლიერი სურვილია, თავიდან აიცილონ ზედმეტი რისკები. სწორედ ამიტომ, მბაპე სრულად გამოეთიშა თამაშს და ახლა ყურადღება მოკლევადიანი მიღწევების ნაცვლად, გამოჯანმრთელებაზეა გადატანილი.

რეალი ფრთხილ, ეტაპობრივ მიდგომას ირჩევს. მბაპეს დაბრუნების ფიქსირებული თარიღი დადგენილი არ არის და პრიორიტეტია ტრავმის ისე მოშუშება, რომ ფეხბურთელმა დაბრუნებისთანავე სრული დატვირთვით ვარჯიში შეძლოს.

სუპერ თასის ნახევარფინალები (რეალი/ატლეტიკო) და (ბარსელონა/ბილბაო) 7/8 იანვარს გაიმართება (საუდის არაბეთში), ხოლო ფინალი 11 იანვარს შედგება. რეალის ფინალში გასვლის შემთხვევაში, მბაპე იმ მატჩსაც დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურში, მბაპეს ნაცვლად მოთამაშე გონსალო გარსიამ, ბეტისს ჰეთ-თრიკი შეუსრულა (5:1).

სხვა სტატიები