იამალმა და პეპემ ევრო 2024-ზე ასაკობრივი რეკორდები დაამყარეს
ესპანელმა ლამინე იამალმა და პორტუგალიელმა პეპემ ევრო 2024-ზე ასაკობრივი რეკორდები დაამყარეს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშესა და ვეტერან ფეხბურთელს შორის სხვაობა 25 წელია.
"ბარსელონას" ტალანტი 16 წლისაა, ის მხოლოდ ევრო 2024-ის ფინალამდე 1 დღით ადრე (13 ივლისს) გახდება 17-ის. ტურნირის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, პეპე, კი 41 წლისაა.
სანამ ესპანელი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე მიიღებს მონაწილეობას, მანამდე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც ევროპირველობაზე უთამაშია პოლონელი კასპერ კოზლოვსკია, ის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე 17 წლის და 8 თვის იყო.
პეპეს შემთხვევას, რაც შეეხება, აქამდე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია უნგრეთის ყოფილი მეკარე გაბორ კირალი იყო, მან 40 წლის ასაკში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.