იამალი: ,,ჩემი მიზანი იყო, რომ დაბადების დღეს აქ, გერმანიაში შევხვედროდი''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ლამინე იამალმა, საფრანგეთთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ფინალში გავედით და ახლა მთავარი რჩება - ტიტულის მოგება! გატანილი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ.
ვცდილობ, ჩემს ასაკზე ზედმეტად ბევრი არ ვიფიქრო, თამაშისგან სიამოვნება მივიღო და გუნდს დავეხმარო.
გამარჯვება მინდა! ჩემი მიზანი იყო, რომ დაბადების დღეს აქ, გერმანიაში შევხვედროდი...'' - ლამინე იამალი
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა. მატჩში 1 გოლის გატანა იამალმა შეძლო, რომელიც 13 ივლისს 17 წლის გახდება.
ევრო 2024-ის ფინალური შეხვედრა კვირას, 14 ივლისსაა ჩანიშნული.