Belive

UEFA-მ ევრო 2024-ის სიმბოლურ გუნდში მამარდაშვილი არ შეიყვანა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-მ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევრო 2024-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ამ გუნდში გიორგი მამარდაშვილი ვერ მოხვდა, მაშინ როცა, თითქმის ყველა ანალიტიკური და სტატისტიკური სააგენტო ქართველ მეკარეს საუკეთესო თერთმეტეულში აყენებდა.

UEFA-ს ოფიციალური გუნდი ასეთია:

მეკარე: მაიკ მენიო
მცველები: კაილ უოკერი, უილიამ სალიბა, მანუელ აკანჯი, მარკ კუკურელია
ნახევარმცველები: როდრი, დანი ოლმო, ფაბიან რუისი
თავდამსხმელები: ლამინე იამალი, ჯამალ მუსიალა, ნიკო უილიამსი

სხვა სტატიები