Belive

ჰუმელსმა ევროპის გარდა სხვა კონტინენტზე თამაში გამორიცხა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას'' მცველმა, მატს ჰუმელსმა, სამომავლო გეგმების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:

,,ჩემი მომავალი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ? სამი ვარიანტია - დორტმუნდში დარჩენა, კარიერის დასრულება ან სხვა გუნდში გადასვლა.

კარიერის დასრულება, ალბათ, ყველაზე ნაკლებსავარაუდოა. ჩემთვის აშშ-ში თამაში გამორიცხულია, თუ გუნდს შევიცვლი, ევროპაში დავრჩები.'' - მატს ჰუმელსი

მიმდინარე სეზონში ჰუმელსის ანგარიშზე დორტმუნდის ,,ბორუსიას'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

შაბათს, პირველ ივნისს, ჰუმელსის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ,,რეალს'' დაუპირისპირდება. მატჩი ლონდონში, ,,უემბლიზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები