'მოგზაურობის დასასრული' - მატს ჰუმელსი საფეხბურთო კარიერას ასრულებს
გერმანიის და 'რომას' ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. მისი, როგორც მოთამაშის კარიერა, თითქმის ორ ათწლეულს ითვლის.
ჰუმელსი მიუნხენის "ბაიერნის" აკადემიის პროდუქტია, რომელიც 2008 წელს მთავარ კონკურენტ დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა და დიდი ისტორიაც დაწერა. 2008-2016 წლებში დორტმუნდში გატარებული დროის შემდეგ, ის 3 წლით ბაიერნში გადავიდა, 2019 წელს კი ისევ საყვარელ დორტმუნდს დაუბრუნნდა და 2024 წლამდე ითამაშა. თავისი კარიერის ბოლო სეზონს ჰუმელსი რომაში ატარებს.
ჰუმელსი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, კარიერის განმავლობაში, ხუთჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი და ექვსჯერ გერმანიის სუპერთასი, ის დორტმუნდთან ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.
THE END. Was für eine Reise! @OfficialASRoma @BVB @FCBayern @DFB_Team
— Mats Hummels (@matshummels) April 4, 2025
Danke, Grazie, Thank you. pic.twitter.com/9a2tnHUyZB