Belive

ჰანსი ფლიკი: "შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი სამივე ტიტულის მოგებაა"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის პირველ დაპირისპირებაში, "ბარსელონამ" "დორტმუნდი" 4:0 გაანადგურა და ნახევარფინალურის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა რაფინიას, რომელმაც გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, 2 გოლი ლევანდოვსკის ანგარიშზეა, ერთი გოლი კი ლამინე იამალმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ბარსელონას" გერმანელმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, მატჩი შეაფასა.

"საქმე ჯერ არ დაგვისრულებია. ასეთი უპირატესობით მოგება მნიშვნელოვანია და როდესაც გუნდი ასე კარგად თამაშობს, გოლების გატანა ძალიან კარგია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გარანტირებულად შემდეგ ეტაპზე გავედით, რადგან არასოდეს ვიცით რა შეიძლება მოხდეს - ფეხბურთი სიგიჟეა.

დორტმუნდი კარგი გუნდია და ჩვენ უკვე ვიცით, რომ შემდეგ მატჩში რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ.

ვამაყობ ჩემი გუნდით - წინასწარ არაფერზე საუბარი არ მსურს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი სამივე ტიტულის მოგებაა" - ჰანსი ფლიკი

"დორტმუნდისა" და "ბარსელონას"-ს საპასუხო, 1/4-ფინალური მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები