ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერის დეტალები ცნობილი ხდება.
გერმანული გამოცემის, Bild-ის ინფორმაციით, ნორვეგიელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება 2024 წელს იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ გააქტიურდება გამოსასყიდი თანხა, 128 მილიონი ევრო. აქვე გეტყვით, რომ ერლინგის სანაცვლოდ "სიტიმ" 60 მილიონი ევრო გადაიხადა. 21 წლის თავდამსხმელს გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდის ანაზღაურება მანჩესტერულ კლუბში კვირაში 375 ათას ევროს შეადგენს. კევინ დე ბრუინესთან ერთად ნორვეგიელი "სიტის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.