Belive

გვარდიოლა: ,,რეალის წინააღმდეგ თითქმის სრულყოფილი შეხვედრა უნდა ჩაატარო''

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ზეწოლა არსებობს, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. ზეწოლის გარეშე კარგად ვერ ითამაშებ. მოვიგებთ თუ არა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი მატჩი გვექნება.

რეალის წინააღმდეგ თითქმის სრულყოფილი შეხვედრა უნდა ჩაატარო. პირველი მატჩის შედეგი არც ისე კარგი იყო. ჩვენ, როგორც წესი, საპასუხო თამაშებს დადებითი რეზულტატით ვხვდებით, ასე რომ, ახლა იდეალური სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს.

სანტიაგო ბერნაბეუ? ამ სტადიონთან წარმოუდგენელი მოგონებები მაკავშირებს. აქ ჩამოსვლა მარტივი არასდროს ყოფილა - როცა ბარსელონაში ვთამაშობდი ან შემდეგ, როცა უკვე მწვრთნელი გავხდი, ყოველთვის რთული იყო. ისტორია ვიცით, მაგრამ მუდამ ვქმნით კარგ მომენტებსა და კარგ მოგონებებს.'' - პეპ გვარდიოლა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში ,,რეალი'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზეა ჩანიშნული.

გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება ,,სამეფო კლუბის'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

სხვა სტატიები