Belive

გამოწვევა ერლინგ ჰოლანდს - " გავარკვიოთ ვინ უფრო სწრაფია მე თუ შენ?"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ სუპერვარსკვლავს - ერლინგ ჰოლანდს გამოწვევა გაუკეთეს, რომლის ავტორი ალისა შმიდტია.  

ალისა შმიდტი ახალგაზრდებს შორის ევროპის ორგზის ტრიუმფატორია. ასევე, მის პირად აქტივში ირიცხება საუკეთესო შედეგი 400 მეტრზე - 52.18 წამი. 

ნამდვილად არ ვიცი რა იქნება, თუმცა ვფიქრობ შანსები ორივეს გვაქვს.

200 მეტრზე უფრო რთული იქნება ჰოლანდის დამარცხება, თუმცა 400 მეტრზე თუ შევეჯიბრებით ერთმანეთს, მოხარული ვიქნები.

მე ყოველთვის მზად ვარ, თუ ჰოლანდიც მზადაა, შევეჯიბროთ ერთმანეთს და გავარკვიოთ ვინ უფრო სწრაფია. თუ ეს შეჯიბრი შედგება, ბედნიერი ვიქნები. - ალისა შმიდტი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ალისა შმიდტმა მსგავსი ტიპის გამოწვევაში ერლინგ ჰოლანდის ერთ-ერთი თანაგუნდელი უკვე დაამარცხა. 

სხვა სტატიები