ჰოილუნი რონალდუს პირადი ფანი ყოფილა - რა მოხდა პორტუგალიასთან მატჩში?
ერთა ლიგის მესამე ტურში, პორტუგალიამ დანია დამაჯერებლად, 2:4 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გოლები ჟოაუ კანსელუმ, გონსალუ რამოშმა, ვიტინიამ და ჟოაუ ფელიქსმა გაიტანეს.
მსასჯის საფინალო სასტვენისთანავე, ჰოილუნი სტუმართა თავკაცს მიუახლოვდა და მკერდზე რამდენჯერმე ძლიერად წამოარტყა ხელი. გულშემატკივრებმა ეს ჟესტი მყისიერად აღიქვეს, როგორც პირდაპირი გზავნილი კრიშტიანუ რონალდუს მხარდასაჭერად - დანიელი ფორვარდის კერპმა პორტუგალიის ნაკრების ბანაკი სწორედ ამ კვირაში, ჟეზუსის მიერ შემადგენლობიდან ამოღების შემდეგ დატოვა.
🚨Rasmus Højlund pushed Jorge Jesus after Denmark’s loss to Portugal pic.twitter.com/8SJsEzGHht
— Polymarket Sports (@PolymarketSport) October 1, 2026
ხაზგასასმელია, რომ დანიელი თავდამსხმელის რეალური განზრახვა ჯერ კიდევ განხილვის საგანია: მომხდარ ეპიზოდზე კომენტარი ჯერჯერობით არც ჰოილუნს გაუკეთებია და არც ჟორჟე ჟეზუსს.
ამ მატჩში გამათანაბრებელი გოლი სწორედ ჰოილუნმა გაიტანა (2:2) და რონალდუს სტილში (SIU) აღნიშნა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოილუნმა პორტუგალიელი ლეგენდის ჟესტი გაიმეორა. ეს ნაკრებები ერთა ლიგაზე ერთმანეთს 2025 წელსაც შეხვდნენ (მაშინ დანიამ 1:0 გაიმარჯვა). ჰოილუნმა, იმ ფონზე, როდესაც კადრში თავად რონალდუც ჩანდა, გოლი ზუსტად პორტუგალიელის სტილში აღნიშნა.
ეს ჩემი კერპის პატივსაცემად გავაკეთე და არა მის დასაცინად. მას უდიდესი გავლენა აქვს ჩემზე და ჩემს კარიერაზე. შესაძლოა, ოდნავ ორაზროვნად ჟღერს, მაგრამ მის და პორტუგალიის წინააღმდეგ გოლის გატანა ჩემთვის უდიდესი მოვლენაა. მახსოვს, 2011 წელს სტადიონზე ვიყავი, როდესაც მან ჯარიმა გაიტანა - მას შემდეგ კრიშტიანუს უდიდესი ფანი ვარ. - განაცხადა ჰოილუნმა 2025 წელს, პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ