Belive

ჰიმნზე სტვენა და სხვა დარღვევები: უეფა ალბანეთის ნაკრებს სჯის

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის 1 ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მეტოქე, ალბანეთი უეფას მხრიდან სანქციებით დაისჯება.

კონკრეტულად, საქმე ეხება მეორე ტურის მატჩს, რომელიც ტირანაში, "ეარ ალბანიაზე" გაიმართა და რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეტოქე, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლის (1:0) მეშვეობით დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრის დროს, ალბანელი გულშემატკივრების ქცევის გამო, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ფინანსური სანქციებით დაისჯება.

უეფას ეთიკისა და დისციპლინური კომისია ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე მიზეზის, მათ შორის სტადიონის კიბეების გადაკეტვის, მოედანზე ფეხბურთელების მისამართით ნივთების სროლისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნზე სტვენის გამო, 41 250 ევროთი დააჯარიმებს.

საქართველოს ნაკრები 4-დან ორი გამარჯვებით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს და შემდეგ მატჩს უკრაინის ნაკრებთან, ბათუმში, 16 ნოემბერს გამართავს.

სხვა სტატიები