ჰეიდენი: "რონალდუ მესიზე უკეთესია - მან ყველაფერი მოიგო, მესი კი სულ ბარსელონაში თამაშობდა..."
"ნიუკასლის" ყოფილმა და "სტანდარტის" ამჟამინდელმა, 28 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა - ისააკ ჰეიდენმა, საინტერესო განმარტება გააკეთა, თუ რატომ ჯობია რონალდუ მესის.
"რონალდუ მესის ყველაფრით ჯობია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ იგი მესიზე უკეთესია. კრიშტიანუ ინგლისში,ესპანეთში,იტალიაში წავიდა და ყველაფერი მოიგო, პლუს ამ ყველაფერს დავუმატოთ 5 ჩემპიონთა ლიგის ტიტული.
მესიმ კი თითქმის მთელი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა, შემდეგ "პსჟ"-ში კი წავიდა, მაგრამ საფრანგეთი ტოპ 5-შიც კი არ არის."
- ისააკ ჰეიდენი
🗣️ Isaac Hayden: "Cristiano Ronaldo is a better player than Lionel Messi. He came to England/Spain/Italy and won everything & won 5 Champions League.
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) November 27, 2023
Messi spent almost his entire career at Barcelona. Yes, he went to PSG, but France isn't ranked as a top 5 league in the world… pic.twitter.com/ozOKUrls6o
ისააკ ჰეიდენი 28 წლის ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა 2013 წელს "არსენალში" დაიწყო და 2015 წლიდან "ჰალ სიტიში" გაანათხოვრეს. შემდეგ მან 2016 წელს "ნიუკასლის" მაისური ჩაიცვა და 6 წლის განმავლობაში ამ კლუბის ერთგული იყო, სადაც 151 მატჩი ჩაატარა.
"ნიუკასლმა" კი იგი 2022 წელს "ნორვიჩში", შემდეგ კი "სტანდარტში" გაანათხოვრა.