ჰარი მაგუაიერი: "თავით თამაშში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონი" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
"წითელი ეშმაკები" პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ, 71-ე წუთზე ტოლისომ სხვაობა შეამცირა, 78-ზე კი ნიკოლას ტალიაფიკომ გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც "ლიონმა" რაიან შერკის და ალექსანდრ ლაკაზეტის გოლებით დააქამბექა, მაგრამ მანჩესტერელებმა შეძლეს და დარჩენილ დროში 3 გოლი გაიტანეს: 114-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა, 120-ზე კობი მაინუმ, 120+1-ზე კი ჰარი მაგუაიერმა.
საოცარი და ისტორიული გამარჯვების შემდეგ, მატჩის მთავარმა გმირმა - ჰარი მაგუაიერმა, ისტორიული გამარჯვება შეაფასა და თავიც შეიქო.
"მადლობა გულშემატკივრებს, ჩვენს გუნდს, ფეხბურთელებს, სტაფს, აბსოლუტურად ყველას ამ ისტორიული და გიჟური გამარჯვებისთვის.
მიხარია, რომ არ გავტყდით და საოცარი თამაში დავატრიალეთ. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე - კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ თავით თამაშში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. ფეხით თამაშზე ამას ვერ ვიტყოდი, თავით თამაში აშკარად უფრო კარგად გამომდის.
როდესაც ანგარიში მინიმუმამდე შევამცირეთ, ტრიბუნებიდან სასწაული ენერგია მოდიოდა, რამაც თავდაჯერებულობა შეგვმატა და მოხდა ის, რაც მოხდა - ძალიან ბედნიერი ვარ" - ჰარი მაგუაიერი
ევროპა ლიგის 1/2-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" ბილბაოს ატლეტიკს" დაუპირისპირდება.