Belive

ჰატაისპორის შემდეგ თურქეთის სუპერლიგას გაზიანთეფიც ჩაეხსნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,გაზიანთეფი'' თურქეთის სუპერლიგისა და თასის მიმდინარე სეზონში აღარ იასპარეზებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,ასეთი კატასტროფის შემდეგ, ფეხბურთზე საუბრის თავიც კი არ გვაქვს. ამ მძიმე პირობებში ჩვენი გუნდისთვის სპორტული აქტივობის გაგრძელება შეუძლებელია.

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,გაზიანთეფი'' თურქეთის სუპერლიგისა და თასის 2022-2023 წლების სეზონს ჩაეხსნა.

გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა და ქალაქი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან მალე განიკურნება. გავაგრძელებთ ბრძოლას იმ რწმენით, რომ გულშემატკივრებთან შეხვედრას მალე შევძლებთ,'' - წერია გუნდის განცხადებაში.

,,გაზიანთეფამდე'' თამაშის გაგრძელებაზე უარი კიდევ ერთმა კლუბმა, ,,ჰატაისპორმაც'' თქვა. ორივე გუნდი სწორედ იმ რეგიონშია, სადაც 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

სხვა სტატიები