Belive

ჰარი კეინს გერმანული მედია აკრიტიკებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლევერკუზენის "ბაიერთან" განცდილ გამანადგურებელ მარცხში, ჰარი კეინის თამაში გერმანულმა მედიამ ისე შეაფასა, როგორც "კატასტროფა". მიუნხენის "ბაიერნმა" ამ წაგებით ტიტულის მოპოვების შანსი დიდი კითხვის ქვეშ დააყენა. ხაბი ალონსოს გუნდი მდევარს უკვე 5 ქულით უსწრებს და ცდილობენ დაასრულონ რეკორდმაისტერის 10-წლოვანი დომინაცია.

ეს ნამდვილად არ იყო ჰარი კეინის საუკეთესო თამაში ბავარიას ფორმით, ინგლისელი ბურთს მხოლოდ 18-ჯერ შეეხო და კარისკენ ერთი დარტყმა ჰქონდა.

გერმანული გაზეთი BILD-ის სათაური ასეთი იყო: „კეინის კატასტროფა“. სტატიაში კი ნათქვამია, რომ მისი თამაში არ ჰგავდა სუპერვასკვლავის გამოსვლას და ეს იყო მისი ყველაზე ცუდი შეხვედრა, რომელიც მას ბაიერნის მაისურით ჩაუტარებია. „კეინი საერთოდ არ იყო თამაშში. არცერთი გოლი, არც საგოლე გადაცემა - BILD მას მხოლოდ 6 ქულით აფასებს, ძალისხმევა ნამდვილად არ დაუკლია, მან გაირბინა 10,8 კმ, მხოლოდ მაზრაუიმ ირბინა მასზე მეტი" - აღნიშნულია სტატიაში.

ჩვენ კარგად არ ვითამაშეთ ბურთით. მე ვფიქრობდი, რომ ზეწოლა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში კარგად დავაწესეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ბურთით ვიყავით, პირდაპირ ვუბრუნებდით მათ.

მოედნის ბოლო მესამედში ჩვენ არ ვიყავით კარგები ერთი-ერთზე ბრძოლაში, არ ვიყავით კარგები დუელებში, საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღეთ და ყველა იმედგაცრუებული ვართ ამის გამო - განაცხადა კეინმა sky sports-თან ინტერვიუში

მიუნხენელებს შემდეგი შეხვედრა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, ლაციოს წინააღმდეგ რომში ელოდებათ. ჰარი კეინს ბუნდესლიგაში ჩატარებულ 21 ტურში 24 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები