Belive

ჰანსი ფლიკი: "გუნდი მშიერია და ყოველთვის მეტი გოლის გატანა სურთ"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსია" სტუმრად 0:5 გაანადგურა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

საინტერესოა ის სტატისტიკა, რომ ჰანსი ფლიკის შეგირდებს მიმდინარე სეზონში 35 მატჩი აქვთ ნათამაშები, სადაც 109 გოლის გატანა შეძლეს - ეს ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია.

"ღამურებთან" გამარჯვების შემდეგ, კატალონიური კლუბის გერმანელ მწვრთნელს სწორედ ამ ბრწყინვალე შედეგის შესახებ ჰკითხეს, რაზეც შემდეგი პასუხი გასცა.

“109 გოლი, 35 მატჩში? ისე ვთამაშობთ, როგორც გვსურს. გუნდი მშიერია და ყოველთვის მეტი გოლის გატანა სურთ. ახალგაზრდები არიან და მიზნებზე არიან ორიენტირებულები.

როგორც წესი, მომწონს, რომ ამ გუნდს ყოველთვის მეტი გოლის გატანა სურს, მაგრამ 85-ე წუთი იყო და ფერმინი ჩარბენებს აკეთებდა, ცოტა დამშვიდებისკენ მოვუწოდე.. ხანდახან ბურთის მეტი კონტროლი მინდა.

შეგვიძლია უფრო გავუმჯობესდეთ. როგორც უკვე ვთქვი, ზოგჯერ კარგია უბრალოდ ბურთის შენარჩუნება, რაც ენერგიის დაზოგვას ეხმარება. ეს ის ასპექტია, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. ამაზეც ბევრს ვსაუბრობთ."

- ჰანსი ფლიკი

შეგახსენებთ, რომ თასის 1/2-ფინალში გასვლის გარდა, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია, სადაც მეტოქეს ელოდება.

რაც შეეხება ლა ლიგას, ჰანსი ფლიკი და მისი შეგირდები, 22 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. "ბარსელონა" შემდეგ მატჩს სტუმრად "სევილიასთან" გამართავს. მატჩი 9 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები