Belive

კარაგერმა რაშფორდს დასცინა - "ის მიჩვეულია ამას, ახალი არაფერი მომხდარა"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. "ვილა პარკზე" განცდილო მარცხის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა 4:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ეს მატჩი კურიოზით დაიწყო - კერძოდ, "ვილა პარკზე", მაშინ როდესაც ორივე გუნდის ფეხბურთელები ჰიმნისთვის მოემზადნენ, ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ევროპა ლიგის ჰიმნი ჩაირთო.

ამ ფაქტს კი "ლივერპულის" ლეგენდარული მცველი და ამჟამად სპორტული ანალიტიკოსი - ჯეიმი კარაგერი გამოეხმაურა და მარკუს რაშფორდს დასცინა.

"რაშფორდისთვის ახალი არაფერი არ მომხდარა, ის მიჩვეულია ამ ჰიმნს..." - ჯეიმი კარაგერი

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი კარაგერი ხშირად გამოირჩევა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მათი ფეხბურთელების ხუმრობითა და დაცინვით.

კარაგერი მთელი კარიერის განმავლობაში "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. მან საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში 1996 წელს დაიწყო და 2013 წელს დაასრულა.

სხვა სტატიები