ჰანსი ფლიკი: "ატლეტიკოსთან სხვა დონეზე ასული ბარსელონა ვნახეთ"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა ბარსელონამ შუა კვირაში ჩაატარა და ატლეტიკო მადრიდს 'ნოუ კამპზე' 3:1 მოუგო. ბარსელონამ, მიმდინარე სეზონში, რამდენიმე პრინციპული თამაში წააგო (რეალთან, ჩელსისთან) და ამ გამარჯვებამ ჰანსი ფლიკს სიამაყის საბაბი მისცა.
ატლეტიკოსთან სხვა დონეზე ასული ბარსელონა ვნახეთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რომელიც ამ სეზონში ჩავატარეთ.
იმედი მაქვს, რომ ეს გარდამტეხი მომენტი იქნება - დღეს დიდი გაუმჯობესება დავინახე. მათ კარგად დაიწყეს, მაგრამ ჩვენ ვრეაგირებდით. არ დავნებებულვართ და ეს არის ის, რაც გვინდა. შაბათს კიდევ ერთი თამაში გვაქვს და ეს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ. ყველა თამაშის მოგება გვინდა. ვიცი, რომ ადვილი არ არის, მაგრამ მაინც. - განაცხადა ჰანსი ფლიკმა
იმის გამო, რომ რეალმა ლა ლიგაში ზედიზედ 3 ფრე ითამაშა, ბარსელონა ცხრილის სათავეში მოექცა (37 ქულით). რეალს 33 ქულა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს - დღეს ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ ითამაშებს და მოგების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩება.