Belive

ჰამშიკი: ,,კვარაცხელიასგან ასეთ თამაშს არ ველოდი''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰამშიკმა, ნეაპოლური გინდის შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე ერთად წავიდნენ, ამით გაოგნებული ვიყავი. ერთი მხრივ, ეს უზარმაზარი დანაკარგია, მეორე მხრივ კი შესანიშნავი ფეხბურთელები მოვიდნენ - კიმი, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

ხვიჩასგან ასეთ თამაშს არ ველოდი. მან, ალბათ, ყველა გააოცა, ის წარმოუდგენელი დრიბლიორია,'' - განაცხადა ჰამშიკმა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი შაბათს, 17 დეკემბერს, ,,ვილიარეალთან'' ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

სხვა სტატიები