Belive

გალათასარაიმ ოსიმენის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია | დეტალები ცნობილია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გალათასარაი და ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ნიგერიელი ფეხბურთელი თურქულ გუნდში ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გადავა. საბოლოოდ გალათასარაიმ აურელიო დე ლაურენტისს გარკვეული ტიპის პირობა შესთავაზა, რომელსაც ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი დათანხმდა, ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

გალათასარაის ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი, ტრანსფერის დეტალები კი ასეთია: თურქული გუნდი 40 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ გადაიხდის, მომდევნო წელს კი მათ ორ ნაწილად 17.5 - 17.5 მილიონ ევროდ მოუწევთ თანხის გადახდა. ამას გარდა ნაპოლი ოსიმენის მომავალი გაყიდვის 10%-ს მიიღებს და მინიმუმ 2 წელი 26 წლის თავდამსხმელი იტალიურ კლუბში არ გაიყიდება. გალათასარაი ასევე 5 მილიონ ევროს დამატებით გადაიხდის, ეს დამოკიდებულია თუ რამდენ გოლს გაიტანს ოსიმენი.

სხვა სტატიები