Belive

ჰალილოვიჩი: ,,ბუსკეტსი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთან ერთადაც მივარჯიშია''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა ნახევარმცველმა, ალენ ჰალილოვიჩმა, რომელიც ამჟამად ,,ფორტუნა სიტარდში'' თამაშობს, სერხიო ბუსკეტსს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე უვარჯიშია:

,,ბარსელონას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშითა და ლეო მესისთან ერთად თამაშით, რომელიც ჩემი კუმირი იყო, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ლეო ამ პლანეტიდან არ არის, ამიტომ, მისგან ყველაფერს ველოდი. მაგრამ, ყველაზე მეტად ბუსკეტსმა გამაკვირვა. ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთან ერთადაც მივარჯიშია.

ახლა 27 წლის ვარ... შემიძლია, კიდევ 10 წელი ვითამაშო და დავამტკიცო, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია.'' - ალენ ჰალილოვიჩი

ჰალილოვიჩი ,,ბარსელონას'' ძირითად გუნდში 2014-2015 წლებში ირიცხებოდა, თუმცა ხორვატმა კატალონიურ კლუბთან ერთად მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.

ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველის ანგარიშზე ,,ფორტუნას'' მაისურით გამართულ 17 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები