"გვიან გამოვფხიზლდით და პასუხის გაცემა დავაგვიანეთ" - გიორგი მიქაუტაძე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში "ლიონი" "პსჟ"-სთან 2:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ამის მიუხედავად მან მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მაინც მოიპოვა. გიორგი მიქაუტაძე კი შეხვედრაში მე-80 წუთზე ჩაერთო და საკმაოდ შედეგიანადაც.
მატჩის მიმოხილვას რაც შეეხება, პარიზელები მეორე ტაიმის 53-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმის გოლით დაწინაურდნენ, 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით უსმან დემბელემ გოლი გაიტანა. ჟორჟის შემოსვლიდან 3 წუთში (83-ე წუთზე) თავისივე საგოლე გადაცემით რაიან შერკიმ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, ჰაკიმიმ 85-ე წუთზე კვლავ ორბურთიანი გახადა სხვაობა, ხოლო ბოლო გოლი კორენტინ ტოლისომ 90+2 გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
გვიან გამოვფხიზლდით და პასუხის გაცემა დავაგვიანეთ. ზოგადად, როგორც წესი, როდესაც შეტევაში გადავდივართ ხოლმე მეტოქეს პრობლემებს ვუქმნით, "პსჟ"-ს შემთხვევაშიც იგივე იყო, მოწინააღმდეგე შევაშინეთ, პირველ 70-80 წუთში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, სამი გოლიც არ უნდა გაგვეშვა. - გიორგი მიქაუტაძე
[#OLPSG] Georges #Mikautadze 🗨️
— Social Gones (@SocialGones) February 23, 2025
« On n'a pas assez utilisé notre jeu offensif.
On a pris 3 buts évitables.
On n'a pas assez montré offensivement dans les 70-80 premières minutes. »#TeamOLpic.twitter.com/MJLPXL87jx
ლიგა 1-ის ცხრილს "პსჟ" 59 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილოსანს 13 ქულით უსწრებს, ხოლო "ლიონი" 36 ქულით მე-6 პოზიციაზეა. პარიზელები მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასის ეგიდით ჩაატარებენ, რომელიც 1/4-ფინალური შეხვედრა, "სტად ბრიოშინის" წინააღმდეგ იქნება, მატჩი 27 თებერვალს 00:10 საათზე დაიწყება.
"ლიონის" მომდევნო მატჩი ლიგა 1-ში "ბრესტის" წინააღმდეგ იქნება, შეხვედრა 2 მარტს 18:00 საათზე გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო გიორგი მიქაუტაძეს 6 გოლი და 2 ასისტი.