Belive

"დროთა განმავლობაში ვფიქრობ, რომ მიქაუტაძე მეტ გოლს გაიტანს" - მარსელინო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა რაიო ვალეკანო 4:0 დაამარცხა. პირველი გოლი 22-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემის შემდეგ ხერარდ მორენომ გაიტანა, ანგარიში ორამდე გაზარდა ალბერტო მორეირომ, ხოლო მესამე გოლი სანტი კომესანიამ გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში აიოზე პერესმა დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

ჯერჯერობით არცერთი ფეხბურთელი არ არის იმ დონეზე, სადაც საჭიროა, რომ იყოს. თავდამსხმელობა ძალიან რთულია, რადგან კონკურენტი ყოველთვის გყავს, ამიტომ სათამაშო არეალი შემცირებული გაქვს და გადაწყვეტილების მიღება უფრო რთულია. მიქაუტაძის შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, ეს პროცესის ნაწილია, გუნდი ნებისმიერ ინდივიდუალურ მოთამაშეზე მაღლა დგას და ამ გუნდში სათამაშოდ ბევრი უნდა ივარჯიშო, ეს ბუნებრივად უნდა მივიღოთ.

ზოგიერთ მატჩში გიორგი მიქაუტაძე გადამწყვეტი იყო, ზოგში კი უფრო არასტაბილური. მას დიდი სათამაშო ხარისხი აქვს, კარგი დამოკიდებულა აქვს და ძალიან კარგი ბიჭია. დროთა განმავლობაში ვფიქრობ, რომ მეტ გოლს გაიტანს. - მარსელინო - ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი

ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 23 ქულით მე-2 ადგილზეა (7 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პაფოსს დაუპირისპირდება.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ყველა ტურნირის ეგიდით კი ქართველ ფეხბურთელს 5 გოლი და 2 ასისტი უფიქსირდება.

სხვა სტატიები