Belive

იურგენ კლოპი: "გვარდიოლას გარდა პრემიერლიგას ზედიზედ 4-ჯერ ვერავინ მოიგებს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს პრემიერლიგის ბოლო ტურია და ორ დაპირისპირებულ ბანაკში სხვადასხვა მდგომარეობაა. უკვე ლეგენდარულ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ენფილდი დაემშვიდობება, პეპ გვარდიოლას კი შეუძლია პრემიერლიგის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგოს. ტურის დაწყებამდე კლოპმა გვარდიოლას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

115 ბრალდების შესახებ ყველამ იცის. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს ეს. უბრალოდ რიცხვი ვიცი. რაც არ უნდა მოხდეს "მანჩესტერ სიტიში", პეპ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში და ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.

დააყენეთ ამ კლუბში ნებისმიერი სხვა მწვრთნელი - ზედიზედ ოთხჯერ სხვა ვერ მოიგებს პრემიერლიგას (სიტი დღეს ზედიზედ მეოთხედ შეიძლება გახდეს ჩემპიონი). ეს მისი და მისი ბიჭების დამსახურებაა. - განაცხადა კლოპმა

რაც შეეხება ბრალდებას, რომელზეც ლივერპულის მწვრთნელმა ისაუბრა - 2023 წლის თებერვალში პრემიერლიგამ მანჩესტერ სიტი დაადანაშაულა ფინანსური წესების 115 სხვადასხვა დარღვევაში (2009/10 სეზონიდან 2017/18 წლების სეზონამდე). სასამართლო პროცესი 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

სხვა სტატიები