ფენომენალური შედეგი | ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, მანჩესტერ სიტიმ შინ იტალიის მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი მიიღო და გარდამავალი უპირატესობით, 2:0 დაამარცხა. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ანგარიში არ ასახავს მანჩესტერ სიტის კოლოსალურ უპირატესობას, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მატჩის მე-20 წუთზე სტუმართა კაპიტანი მოედნიდან გააძევეს, კონტემ კი საფეხბურთო ბედისწერას დასცინა და მოედნიდან შინ დაბრუნებული კევინ დე ბრუინე გაიყვანა, რომელსაც მანჩესტერელებმა საოცარი დახვედრა მოუწყვეს.
ამ მატჩში პირველი გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, რომელმაც მორიგი რეკორდი დაამყარა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე - 25 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ნაკლებ (49) თამაშში 50 გოლის გატანა შეძლო.
ჰოლანდმა ამ მაჩვენებლით რუდ ვან ნისტელროის აჯობა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი 64 მატჩში გაიტანა.
🚨 𝗥𝗘𝗖𝗢𝗥𝗗: Erling Haaland has now scored 50 goals in just 49 games in the Champions League.
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) September 18, 2025
He beats the record set by Ruud van Nistelrooy in 2007 - 50 goals in 62 games. 🤯 pic.twitter.com/pbKRaHYFKs
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 9 ფეხბურთელს შეუერთდა, რომლებსაც 50+ გოლი აქვთ გატანილი.
პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი, შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს 1 ოქტომბერს, მონაკოს წინააღმდეგ გამართავს.