Belive

გვარდიოლას გიუნდოგანის დარჩენა სურს - გერმანელი წასვლას განიხილავს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

პეპ გვარდიოლას სურს, რომ ილქაი გიუნდოგანმა მორიგი სეზონი კვლავ "მანჩესტერ სიტიში" გაატაროს, თუმცა ცნობილია, რომ გერმანელი ნახევარმცველი მოლაპარაკებას "ბარსელონასთან" აწარმოებს.

გიუნდოგანის შეძენის ინიციატორი ხავია, რომელსაც გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება და პედრისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება სურს სურს. გასულ კვირას, კატალონიურმა კლუბმა 32 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

მეორე მხრივ, "სიტის" ამოცანა გიუნდოგანის შენარჩუნებაა. ისტორიულ სეზონში, როდესაც მანჩესტერულმა კლუბმა ტრიპლეტის მოგება შეძლო (ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA თასი), გერმანელი ნახევარმცველი პეპის გუნდში საკვანძო ფუნქციებს ასრულებდა.

"ვიცი, რომ "ბარსელონას" მისი შეძენა სურს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გიუნდოგანის შენარჩუნება "სიტისაც" სურს! ძალიან მინდა, რომ იგი ჩვენთან დარჩეს, მაგრამ თუკი ბარსელონაში გადასვლას გადაწყვეტს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ "ბლაუგრანას" განსაკუთრებული ფეხბურთელი შეემატება.

ისიც ვიცი, რომ გიუნდოგანს ხავი პირადად არაერთხელ გაესაუბრა. ჯერჯერობით, ჩემთვის არ უთქვამს, აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას", - თქვა გვარდიოლამ ორშაბათს.

თავის მხრივ, გიუნდოგანი ადასტურებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"ამ ეტაპზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს. არ არის საჭირო ჩემი ასეთი შექება გვარდიოლას მხრიდან. ჩვენ ერთმანეთს უკვე 7 წელია ვიცნობთ, ერთმანეთს პატივს ვცემთ და გახსნილი, ღია ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნა მან.

გასულ სეზონში და განსაკუთრებით, დასკვნით ნაწილში, გიუნდოგანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და ნახევარდაცვაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებდა. ყველა ტურნირზე, გერმანელმა 51 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 11 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები