Belive

გვარდიოლა პირველია - FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელები დაასახელა

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანული გამოცემა, FourFourTwo მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად პეპ გვარდიოლას მიიჩნევს.

,,სხვა ვინ? როცა გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, ზოგს მასში ეჭვი ეპარებოდა. კატალონიაში არა სამუშაო გამოცდილების, არამედ ფილოსოფიის გამო აიყვანეს. კამპ ნოუზე მისი პირველი ომში ჩართვა ბარსელონას ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება იყო, რომლებსაც არ სურდათ, რომ ლეო მესი ოლიმპიადაზე გაეშვათ. პეპი იმ სარგებელს იხსენებდა, რაც მას 1992 წლის ოლიმპიადამ მოუტანა და ლეო, ბოსების სურვილის მიუხედავად, პეკინში გაუშვა.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ახლა პეპის შესახებ კითხვები აღარ არსებობს - მისი და ფეხბურთის გულისცემა ერთმანეთს ემთხვევა. ახლა მსოფლიო ამ სპორტს მისი ხედვებით თამაშობს.

ის არასდროს ბერდება, არასდროს ამბობს უარს თავის პრინციპებზე და არასდროს ცდება. რა თქმა უნდა, 2008 წელს მესიმ ოქროს ბურთი მოიგო. ფეხბურთი, უბრალოდ, მას ეკუთვნის.'' - წერს FourFourTwo

FourFourTwo-ს ათეულში, რომელშიც ყველაზე მეტი მწვრთნელი პრემიერლიგიდანაა, მეორე ადგილს იურგენ კლოპი იკავებს, მესამეზე კი - კარლო ანჩელოტია.

Top 20 ასე გამოიყურება:

  1. პეპ გვარდიოლა

  2. იურგენ კლოპი

  3. კარლო ანჩელოტი

  4. მიკელ არტეტა

  5. ტომას ტუხელი

  6. ედი ჰაუ

  7. ხავი

  8. რობერტო დე ძერბი

  9. უნაი ემერი

  10. დიეგო სიმეონე

  11. ჩაბი ალონსო

  12. ერიკ ტენ ჰაგი

  13. ლუის ენრიკე

  14. აბელ ფერეირა

  15. ჟოზე მოურინიო

  16. ანგე პოსტეკოღლუ

  17. არნე სლოტი

  18. მაურისიო პოჩეტინო

  19. იმანოლ ალგუასილი

  20. სიმონე ინძაგი

სხვა სტატიები