გვარდიოლა: "ექიმებმა გვითხრეს, რომ უოკერი რეალთან ვერ ითამაშებს..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ "სიტის" 53 წლის თავკაცმა - პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ კაილ უოკერი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩს "რეალის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
როგორც პეპმა აღნიშნა, მას კლუბის ექიმები ესაუბრნენ და უთხრეს, რომ 33 წლის მარჯვენა მცველი 9 აპრილამდე ფიზიკურად ვერ შევა ფორმაში და ტრავმას ვერ მოიშუშებს, თუმცა გვარდიოლას უოკერის სჯერა და იმედებს ჯერჯერობით არ კარგავს.
ექიმებმა მითხრეს, რომ უოკერი მადრიდის "რეალთან" სათამაშოდ მზად არ იქნება და ის ჩვენთვის დიდი დანაკლისია, თუმცა იმედებს ნამდვილად არ ვკარგავ. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა უოკერის შემთხვევაში, როდესაც ექიმებმა თქვეს რომ ის ვერ შეძლებდა აღდგენას, გამოჯანმრთელებულა და მაგრადაც უთამაშია.
კაილი არის კაილი... და მას განსაკუთრებული გენეტიკა აქვს. ექიმმა თქვა, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. მაგრამ კაილი არის კაილი! - პეპ გვარდიოლა
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "სიტის" ჩემპიონთალიგური დაპირისპირება 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.
🚨 Pep Guardiola: “The doctor said that Kyle Walker will not be ready to play against Real Madrid next week”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 3, 2024
“But, Kyle is Kyle… and he has special genetics. The doctor said it was quite serious. But Kyle is Kyle!”. pic.twitter.com/wjiEfL7DVE