Belive

პეპმა ის ფეხბურთელები დაასახელა, ვისაც ბოლო წლებში ოქროს ბურთის მოგება ყველაზე მეტად ეკუთვნოდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გაამახვილა ყურადღება. ესპანელმა სპეციალისტმა საუკეთესო ფეხბურთელს, როდრის, მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს მოგება მიულოცა და ის ორი ფეხბურთელი გამოარჩია, ვისაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს ბურთის მოგება ყველაზე მეტად ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.

კრიშტიანუ მონსტრი იყო, მონსტრის მამა კი მესი, ბოლო 15, 20 წლის განმავლობაში ორივემ რაღაც წარმოუდგენელი გააკეთა, ამ პერიოდში მე ვფიქრობ ოქროს ბურთი ხავის და ინიესტასაც ეკუთვნოდათ.

თქვენ იცით, რომ კრიშტიანუსა და მესის ეპოქა დაუჯერებელი იყო, ისინი ჯილდოებს ინაწილებდნენ და რა თქმა უნდა ეს მათ დაიმსახურეს, რადგან საერთოდ სხვა დონეზე იყვნენ. ახლა კი სხვა ეპოქაა და ყველას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება. - პეპ გვარდიოლა - "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი

ვინისიუსზე:

ვინისიუსს, რომ მოეგო ოქროს ბურთი დამსახურებული იქნებოდა, ისევე როგორც ეს შარშან ეკუთვნოდა ერლინგ ჰოლანდს, მაგრამ მან ვერ მოიგო. 2023 წელს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მესიმ დაისაკუთრა და მე მას მივულოცე კიდეც, შემდეგ სეზონში ყველაფერია შესაძლებელი და ვნახოთ რა მოხდება. - პეპ გვარდიოლა - "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები