Belive

პეპ გვარდიოლა: "ხაბი ალონსოს დრო უნდა მიეცეს, ის გამორჩეულად კარგი მწვრთნელი იქნება"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართება, სადაც რაელი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

პრინციპული დაპირისპირების წინ, პეპ გვარდიოლამ მადრიდის რეალისა და ხაბი ალონსოს შესახებ ისაუბრა.

"არ მაინტერესებს რა იწერება პრესის ფურცლებზე, როგორი ხედვა აქვთ სხვებს. ჩემთვის მთავარია მაქსიმალური კონცენტრაცია, ვინაიდან „სიტის“ მეტოქე არის გუნდი, რომელიც ევროსარბიელზე ყველაზე დიდ გამოცდილებას ფლობს.

ბოლო წლებში მადრიდულ გრანდს არაერთხელ შევხვდით. გვქონდა მოგებებიცდა წაგებებიც. ვფიქრობ, შანსები თანაბარია და აქ ფავორიტის გამოკვეთა სწორი არ იქნება.

ჩაბი ალონსოს დიდ პატივს ვცემ, მისი ხედვები, სტილი და შემართება ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, ბასკი სპეციალისტი ძალიან წარმატებული იქნება.

მადრიდული გრანდიდან 6 თვეში გამიშვებდნენ, შარშანდელი სეზონის შედეგები რომ მქონოდა. ამ გუნდის სათავეში ყოფნა ყველაზე რთულია, სწორედ ამიტომ, მესმის, რამხელა წნეხის ქვეშ არის ალონსო.

რას ვურჩევდი ალონსოს? მას მხოლოდ ერთ რჩევას მივცემდი, გააგრძელოს გზა, რომელსაც დაადგა. მისი ხედვები თანამედროვეობასთან იდეალურ თანხვედრაშია." - პეპ გვარდიოლა

წარუმატებლობის ფონზე, 'სამეფო კლუბის' გასახდელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ხაბი ალონსოს მიმართ უკმაყოფილება ფეხბურთელებმაც გამოთქვეს. ესპანურ მედიაში რამდენიმე დღეა აქტიურად იწერება, რომ მანჩესტერ სიტისთან ხაბი ალონსოს ბოლო შანსი მიეცემა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი მას კლუბიდან გაუშვებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ რეალმა ბოლო 7 მატჩიდან 5 თამაში ვერ მოიგო (2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება).

ჩემპიონთა ლიგის 5 ტურის შემდეგ, 'სამეფო კლუბი' 12 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, სიტი კი 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ხაბი ალონსოსა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირება 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები