Belive

გვარდიოლამ განმარტა, თუ რატომ გაიყვანა ჰოლანდი 5 გოლის გატანის შემდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მანჩესტერ "სიტიმ" გერმანული "ლაიფციგი" 7:0 გაანადგურა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის მთავარი გმირი კი ნორვეგიელი ფორვარდი - ერლინგ ჰოლანდი იყო, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, თუმცა გვარდიოლამ იგი მატჩის 63-ე წუთზე შეცვალა, რომელიც ყველასთვის რატომღაც გასაკვირი გახდა.

გვარდიოლამ კი ჟურნალისტებმთან განმარტა, თუ რატომ გაიყვანა მოედნიდან 5 გოლის ავტორი, მატჩის 63-ე წუთზე.

"მას რომ 22-23 წლის ასაკში, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 6 გოლი გაეტანა, მისი ცხოვრება მოსაწყენი გახდებოდა".

ერლინგ ჰოლანდს მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. 39 გოლთან ერთად კი 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები