Belive

გვარდიოლა: "ზედიზედ 3 წელი ტურნირის მეფეების წინააღმდეგ..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური წყვილები უკვე ცნობილია. ბადის ერთ მხარეს "არსენალი" "ბაიერნს" დაუპირისპირდება, "რეალი" კი "მანჩესტერ სიტის". მეორე მხრიდან მათი მეტოქეები "ატლეტიკო"-"დორტმუნდსა" და "პსჟ"-"ბარსელონას" შორის გამარჯვებულები იქნებიან. წილისყრის დასრულების შემდგომ, პეპ გვარდიოლამ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს უკვე ტრადიციას ჰგავს: ზედიზედ მესამე წელია ამ ტურნირის მეფეების წინააღმდეგ ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ამ მატჩებს კარგ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდებით.

წილისყრა არის ის, რასაც ვერ აკონტროლებ და თუ ხალხი ამბობს, რომ სიტისთვის ნებისმიერი მეტოქე მარტივია, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ აფასებენ თავიანთ ოპონენტებს - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

მცირე კომენტარი, მომავალი მეტოქის შესახებ, სამეფო კლუბის დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმაც გააკეთა. მისი თქმით, მეოთხედფინალში მარტივ მეტოქეს ისედაც არ ელოდა, თუმცა ობიექტურად, შესაძლოა, მანჩესტერ სიტი ყველაზე ძლიერი გუნდი იყოს ევროპაში. ანჩელოტიმ თქვა, რომ ამ ტურნირის მოგება უნდა და ეს უძლიერესი გუნდების დამარცხების გარეშე არ გამოვა.

შარშანწინდელ სეზონში ბენზემას საოცარი თამაშის წყალობით, რეალმა ორმატჩიან დუელში აჯობა სიტის და ჩემპიონიც გახდა, შარშან კი სიტიმ სრულფასოვანი რევანში აიღო და ახლა უკვე თავად გახდა ჩემპიონი, როცა ფინალში "ინტერი" დაამარცხა.

სხვა სტატიები