"რეალ მადრიდი ყოველთვის იქნება მისი სახლი" - რაული რეალის ახალგაზრდულ გუნდში აღარ იმუშავებს
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, რაული რეალ მადრიდის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული გუნდი აქვეყნებს. ესპანელმა სპეციალისტმა კლუბს უკვე აცნობა, რომ გუნდში აღარ იმუშავებს.
რეალ მადრიდისთვის ძალიან საამაყო, ჩვენი ისტორიისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა. რაული სამაგალითოდ წარმოადგენს რეალ მადრიდის ყველა ღირებულებას. ის რეალის ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა და უმეტესი პერიოდი რეალ კასტილიაში გაატარა. 2020 წელს რეალის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაული ყოველთვის იქნება რეალ მადრიდის ყველა გულშემატკივრის გულში და რეალ მადრიდი ყოველთვის იქნება მისი სახლი. რეალ მადრიდი რაულსა და მის ოჯახს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. - რეალ მადრიდის განცხადება